Followers

Powered By Blogger

Wikipedia

Search results

Wednesday, July 4, 2018

გატეხილი ან ძლიერად კოროზირებული ჭურჭლის ამოღება ნიადაგიდან



მოზრდილი ზომის გატეხილი ან ძლიერად კოროზირებული ჭურჭლის ნიადაგიდან ამოღება და ტრანსპორტირება კონსერვაციის პრევენციული ზომების მიღების გარეშე არა მარტო სარისკოა, არამედ მიუთითებს საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე. მინის ნივთების პრეპარაციისას უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია სრულად დადგინდეს დაზიანების ხარისხი (კოროზიის სიღრმე და ბზარის ოდენობა). ვინაიდან ობიექტი მოტავსებულია ტენიან ნიადაგში, მინის სველ ზედაპირზე პრაქტიკულად არ ჩანს მზარები და კოროზია. მხოლოდ მონაპოვრის სრულად გაშრობის შემდეგ ჩნდება დაზიანებების მაშტაბი. ასეთი ობიექტის წინასწარი ფიქსაციის გარეშე ამოღების შემთხვევაში, შესაძლოა ნივთი დაიშალოს. 
ის, რომ დაზიანებული მინის ნივთი შესაძლოა ერთი შეხებითაც დაიშალოს, საიდუმლო არ არის, ამიტომ გაოცებას იწვევს ის, თუ რა გაუფრთხილებლად და მოუმზადებლად ხდება მათი მიწიდან ამოღება. როგორც წესი, გათხრების დროს, არ ხერხდება ნივთების ლოკალიზება მისი გაწმენდის გარეშე. მხოლოდ ნაწილობრივი პრეპარაციის შემდეგ შეიძლება ნიმუშის ზომების და მდგომარეობის დანახვა. თუ ნივთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ან დამსხვრეულია წვრილ ნაწილებად, მისი ამოღება უნდა მოხდეს ბლოკის სახით. თავდაპირველად ის ადგილი, სადაც ნივთია აღმოჩენილი ითხრება ყველა მხრიდან, ისე რომ მივიღოთ თავისუფლად მდგომი ბლოკი, რომელშიც ობიექტია მოთავსებული. შემდეგ მიწის ბლოკი ყოველი მხრიდან იფუთება პოლიეტილენის ლენტით და ფიქსირდება ტაბაშირით. თაბაშრის გამყარების შემდეგ ხდება ბლოკის ამოღება. მონაპოვრის გაშრობისაგან დასაცავად, ის თავსდება პოლიეტილენის პარკში და იუთება ჰერმეტულად. ამგავრი ბლოკის ჰერმეტულად პაკეტში დიდხანს შენახვისას შესაძლოა მოხდეს მიკროორგანიზმების გამრავლება. ამის თავიდან ასაცილებლად, სასურველია ის მოთავსდეს მაცივარში (+2_ +30).
როგორც წესი, ლოკალიზაციის ნივთის ნაწილი უკვე გაწმენდილია. იმისთვის, რომ ყველა ნაწილის თავის ადგილზე შენარჩუნდეს და შემდგომში რესტავრაცია.კონსერვაციის პროცესი მარტივად წარიმართოს, ასეთი ადგილები უნდა შენარჩუნდეს და შეიფუთოს რბილი პოლიეთილენის ლენტით და ფრთხილად დაეყაროს მსუბუქი, გაცრილი მიწა ან ქვიშა. თუ ნივთი იმდენად მყიფეა, რომ მცირე დაწოლაც კი დაშლას იწვევს, აუცილებელია ადგილზე მოხდეს პირველადი ფიქსაცია. ამისთვის გამოიყენება მეთილმეტაკრილატი- პოლიმერი ''პარალოიდი ბ72''. მისი 2-3%-იანი ხსნარი აცეტონთან საინექციო ნემსის დახმარებით დაიტანება ნივთის გაწმენდილ ზედაპირზე. შესაძლოა ნივთის ზედაპირი არ იყოს ბოლომდე გაწმენდილი ჭუჭყისა და მიწისაგან. ეს ნარჩენები იოლად მოშორდება შემდგომი კონსერვაციისას, ვინაიდან პარალოიდი ბ72 ადვილად იხსნება აცეტონში, სპირტში, ბენზინში და ტოლუოლში.
აკრილის ან პოლივინილაცეტატის დისპერსიის ხმარება გასამაგრებლად რეკომენდირებული არ არის, მათში შემავალი ნაწილაკები შედარებით მსხვილია, ვერ აღწევს პატარა ბზარებში და მხოლოდ ზედაპირზე რჩება. პოლივინილაცეტატი დროთა განმავლობაში ყვითლდება და კარგავს გამჭვირვალობას. ფრაქციის ყველა გამოყენებული მეთოდი უნდა იყოს შექცევადი. ანუ, შემდგომი რესტავრაცია/კონსერვაციის თავდაპირველი ფიქსაციის კვალი ადვილად და უკვალოდ უნდა გაქრეს.



No comments:

Post a Comment