თერმოდინამიკურად მინა გაციებული, გაყინული სითხეა. ეს დეფინიცია ეხება ყველა ნივთიერებას, რომლებიც ოდესმე დადნა და შემდეგ შედარებით სწრაფად გაცივდა. ეს ნიშნავს, რომ მინაში დნობისა და შემდგომ გაციების შედეგად წარმოიქმნება კრისტალური ჩანართები, მაგრამ სრული კრისტალის წარმოსაქმნელად საკმარისი დრო არ რჩება. თხევადიდან მყარ მდგომარეობაში მინების უმრავლესობა 6000 C-ზე გადადის.
ნარევი ანუ სიხთა, რომლითაც მინა მზადდება , შეიცავს რამდენიმე ძირითად კომპონენტს: კირქვას (კვარცის ფხვნილს) და სოდას (ყოველთვის არა). ზოგიერთ შემთხვევაში მინას უმატებდნენ პოთასს (კალიუმის კარბონატი) ან ნაცარს.
სუფთა კვარცის ფხვნილი არის მინის წარმოებისათვის ძირითადი კომპონენტი. ის დნება 17000 -ზე .
დნობის ტემპერატურის დასაწევად მას უმატებენ სოდას ან ნაცარს. ეს ნივთიერებები არა მარტო ამცირებენ დნობის ტემპერატურას, ასევე ამცირებენ მინის სიმყარეს. აქედან გამომდინარე, სიხთაში მეტი ნარევის არსებობის შემთხვევაში იზრდება მინის კოროზიის რისკი.


No comments:
Post a Comment