არქეოლოგიური მინის დაზიანებები ძრითადად გამოწვეულია სიხთაში შემავალი ნივთიერებებით და სიადაგში მისი დიდხანს ყოფნით. ჰაერსა და წყლის ზემოქმედებით მინის ზედაპირზე ვითარდება კოროზია. ამის შედეგად ნივთი იბურება, იცვლება ოპტიკური და ფიზიკური თვისებები. ნიადაგის სიმძიმე და ფესვები იწვევს მექანიკურ დაზიანებებს. ხშირად მინის ნაკეთობა ნიადაგში უკვე გატეხილი ხვდება.
მინა ძალიან ფაქიზი მასალაა. ხშირად მისი დამზადებისას ზედმეტად სწრაფი გაციების გამო წარმოიქმნება დაძაბულობა, რაც შემდგომში იწვევს ნივთის უფრო ადვილად მსხვრევას. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ხერხდება დაუზიანებელი ნივთის აღმოჩენა. აქვე უნდა აღინიშნოს ის დაზიანებები, რომლებიც შესაძლოა გამოიწვიოს გაუფრთხილებელმა და არასწორმა მოქმედებამ ნივთის ნიადაგიდან ამოღებისას. კოროზირებული მინა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. დროზე ადრე ნიადაგის მოშრება და სწრაფი შრობა შეუქცევად დაზიანებებს იწვევს. მინა, რომლის შემადგენლობაშიც დიდი რაოდენობითაა მინარევები ან დაბალ ტემპერატურულ რეჟიმზეა დამზადებული, კოროზიის საფრთხილს ქვეშაა. მხოლოდ 40% ატმოსფერული ტენიანობაა საკმარისი იმისთვის, რომ კალიუმის და ნატრიუმის იონები ჩაანაცვლოს წყალბადის იონებმა. წყალბადის იონები (OH) ურთიერთქმედებენ კირქვის ორჟანგთან(SiO2) და ქმნიან სილიკოგელს-ამორფულ მასალას, რომელიც შეიცავს კირის ორჟანგის პატარა ჩანართებს. დროთა განმავლობაში კოროზია უფრო და უფრო ღრმად მისი. გარე ზედაპირი დაშლას იწყებს. არქეოლოგიური ნივთების შემთხვევაში ვიზუალურად მხოლოდ ზედაპირის შრობის შემთხვევაშ ჩნდება გამყიფებული და ხშირად ირიზებული არეები. კოროზიის ეს პროდუქტები უმეტეს შემთხვევაშ დამაგრებულია ნივთის ზედაპირზე, თუმცა ფუნჯის ერთი შეხებით შეიძება ჩამოიშალოს. ამას გარდა, კოროზიამ შეიძლება გამოიწვიოს ნივთის ზედაპირზე ბზარების ან მიკრო ბზარების გაჩენა. ხშირად ეს ბზარები მიმართულია მინის სიღრმისაკენ, რაც იწვევს ობიექტისსრულ დაშლას ან დამტვრევას. არსებობს მინის კოროზიის რამდენიმე ტიპი. ყველაზე გავრცელებული ე.წ. ზედაპირული კოროზიაა. ამ დროს ზედაპირის დაშლა მიმდინარეობს ფენებად, რის შედეგადაც გარე ზედაპირი ძვრება ფირფიტებად. ამ ტიპის კოროზია როგორც წესი გავრცელებულია ნივთის მთელ ზედაპირზე. კოროზიის სხვა სახეა ე.ქ. პუნქტუალური კოროზია. მინის ზედაპირის იმ არეებში, სადაც არის ჰაერის ბუშტები, ჩნდება კოროზიის მრგვალი არეები, რომლებიც დროთა განმავლობაში იზრდება და ხშირად ერთმანეთს უერთდება. ზოგჯერ ასეთი კერებიდან სხვა მიმართულებით ვითარდება ბზარები (სხივური კოროზია). კოროზიის კერის წარმოქმნის მიზეზად შეიძლება იქცეს ნაკაწრი. თუ ნაკაწრი დიდი ზომისაა, კოროზიით გამოწვეული ბზარები ჩნდება მთელ სიგრძეზე. დაზიანებულ მინაზე ყოველთვის უფრო ადვილად ჩნდება კოროზია, რადგან ტენის ზემოქმედების ფართობი იზრდება.
მთლიანად კოროზირებული ჭურჭელი მგრძნობიარეა შრობისადმი. ამ დროს ნივთიდან იქერცლება პატინა და დაბზარული ზედაპირი ან მთლიანად ჭურჭელი იწყებს დაშლას. არსებობს ოქროს წესი: ასეთი მინა შეიძლება მხოლოდ გაირეცხოს ან საერთოდ არ გაირეცხოს და არ განიცადოს შრობის პროცესი.


No comments:
Post a Comment