Followers

Powered By Blogger

Wikipedia

Search results

Wednesday, July 4, 2018

გაუშრობელი ნივთების გამაგრება


როგორც უკვე აღინიშნა, ძლიერად კოროზირებულმა მინის ნივთმა შრობის შემდეგ შესაძლოა დაკარგოს ზედა ფენა და სულ დაიშალოს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გამაგრება. ამისთვის ჯერ კიდევ ნესტიანი ობიექტი უნდა მოთავსდეს სპირტის (ეთანოლის) 5%-იან ხსნარში. 24 საათის შემდეგ სპირტის კონცენტრაცია უნდა გაიზარდოს 5%ით. ამ ხერხით დღითიდღე ხდება წყლის სრული გამოდევნა სპირტით. ეს ხანგრძლივი მაგრამ მარტივი პროცესი აუცილებელია კოროზირებული ნივთის პარალოიდ ბ72-ით სრული გაჟღენთვისთვის. მას მერე რაც სრულად გამოიდევნება წყალი ნივთიდან, შესაძლებელია დაიწყოს გამაგრება. ამისთვის ობიექტი თავსდება პარალოიდ ბ72-ის ო.2%-იან ხსნარში აცეტონთან. ყოველდღე ხსნარის კონცენტრაცია იზრდება 0.2%-ით. სხვადასხვა დონის დაზიანებისას ხსნარის კონცენტრაცია შესაძლებელია მერყეობდედ 2%-დან 5%მდე. ზედმეტი პალაროიდის მოშორება ადვილადაა შესაძლებელი აცეტონითა და ბამბით. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ამ პროცესის მანძილზე ნივთი არ გაშრეს. ასეთი მეთოდით შესაძლოა გამაგრდეს ობიექტი, რომელიც არ იყო მთლიანად გაწმენდილი ჭუჭყისა და მიწისაგან. გასამაგრებლად იყენებენ ეპოქსიტურ ფისსაც, თუმცა მას რამდენიმე უარყოფითი შედეგი მოსდევს, ერთ-ერთი ის არის, რომ ამ ტიპის მაკავშრებელი სრულიად შეუქცევადია. საკონსევაციო მასალა არავითარ შემთხვევაშ არ უნდა შეიცავდეს არომატიზატორს, რადგან სწორედ ეს რგოლი იწვევს გაყვითლებას. ეპოქსიტური ფისით გაჟღენთილი ნივთის გაწმენდა ძალიან რთულდება, დაბინძრების მოშორება შესაძლებელია მხოლოდ გაპროალებით. 



No comments:

Post a Comment