Followers

Powered By Blogger

Wikipedia

Search results

Wednesday, July 4, 2018

შესაწებებელი მასალა და მეთოდები


სანამ ობიექტი აწყობას დავიწყებთ, აუცილებელია გადატეხილი ნაპირები კარგად გაიწმინდოს ჭუჭყისაგან. აწყობას ვიწყებთ ყველაზე ხელსაყრელი ადგილიდან (სასურვბელია დავიწყოთ ძირიდან). ფიქსაციისათვის გამოიყენება ,,სკოჩის''' ვიწრო ლენტები (სკოჩი ადვილად უნდა ძვრებოდეს ზედაპირიდან, რათა არ აყვეს პატინის ფენა).
სკოჩთ ფორმის აღდგენის შემდეგ იწყება ნამსხვრევების ფიქსაცია ლითონის დუგმებით. დუგმები უნდა იყოს ასო ,,ომეგას''ფორმის ,, რათა ხიდებს შორის მოხერხდეს წებოს ჩასხმა. დუგმებით დაფიქსირებამდე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა ფრაგმენტი კარგად და მჭიდროდ ''ზის'' ერთმანეთთან. ამის შემოწმება შეიძლება სკალპელის ან ფრჩხილის გადასმით შესაწებებელ არეზე (ორივე ნაწილი თანაბრად უნდა ''იჯდეს''). იმისთვის რომ ლითონის დუგმების მოხსნისას არ დაზიანდეს ზედაპირი, ნივთზე ფუნჯით უნდა დავიტანოთ პარალოიდ ბ72-ის 5%-იანი ხსნარი. დუგმების დასამაგრებლად გამოიყენება სწრაფად შრობადი წებო (ე.წ. ჩინური წებო) ან პარალოიდ ბ72. დუგმების ფეხებს ვასველებთ წებოშ და პინცეტის მეშვეობით ვათავსებთ საჭირო ადგილზე, სკოჩის ლენტებს შორის. ამის შემდეგ უნდა მოშრდეს სკოჩის ფრაგმენტები. თუ მათ თან მიყვება პატინა, შესაძლებელია დალბობა ბამბიანი ჩხირით და აცეტონით ან სპირტით (სპირტი უფრო უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის). 
წებო, რომლითაც საბოლოოდ უნდა შეწებდეს ნივთიმ უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას:
1) უნდა იყოს თხევადი
2) უპატინო მინის შემთხვევაში მისი შუქტეხა უნდა შეესაბამებოდეს ნივთის შუქტეხის კოეფიციენტს.
3) დროთა განმავლობაში არ უნდა ყვითლდებოდეს და მყიფდებოდეს. 

 ყველა ამ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს არალდიტი 2020 (ეპოქსიტური ფისი). მისი კომბინირება შესაძლებელია პარალოიდ ბ72-თან. არალდიტი დამზადებულია მინისათვის. საკმაოდ თხევადია, არ შეიცავს არომატიზატორის რგოლს (არ ყვითლდება). სარესტავრაციო პრაქტიკაში საკმაოდ დიდი ხანია-20 წელია გამოიყენება. ეს იმას ნიშნავს, რომ კარგადაა გამოცდილი. არალდიტის გამოყენება უსაფრთხოა იმ ადგილებშიც, სადაც მაღალი სტაბილურობაა საჭირო. შედარებით ადვილად შესაწებელ ადგილებზე საძლებელია პარალოიდ ბ 72-ის გამოყენებაც. 
გარდა არალდიტი 2020-ის და პარალოდ ბ72-ისა, შესაძლებელია სწრაფად შრობადი წებოს-სუფთა ციანოკრილადის გამოყენება. 
წებოს დასატანად შეიძლება გამოვიყენოთ ინსულინის საინექციო ნემსი; მისი მოხრილი წვერით ვიღებთ წებოს და ჩასხმას ვიწყებთ ბარის საწყისი წერილიდან. წებო ჩადის ბზარში და იშლება მთელ ზედაპირზე. 24-48 საათის შემდეგ (დრო დამოკიდებულია იმაზე, რომელი წებო გამოვიყენეთ) შესაძლებელია დუგმების მოხსნა აცეტონის, ბამბის ხსნარის და სკალპერის დახმარებით. 


No comments:

Post a Comment