1. http://nautarch.tamu.edu/CRL/conservationmanual/File5.htm
2.https://journals.openedition.org/ceroart/5099
3. https://www.canada.ca/en/conservation-institute/services/conservation-preservation-publications/canadian-conservation-institute-notes/care-ceramics-glass.html
4.https://creators.vice.com/en_us/article/bmb88v/corning-museum-glass-preservation-conservation-lab
5.http://publishhouse.gtu.ge/ge/post/835
მინა
ბლოგი შეეხება მინის ტექნოლოგიას და სარესტავრაციო/საკონსერვაციო პროცესებს
Wikipedia
Search results
Thursday, July 5, 2018
Wednesday, July 4, 2018
დაკარგული ნაწილების ამოვსება
დაკარგული ნაწილების ამოვსება ვიზუალური ეფექტის გარდა ზოგჯერ მეტი სტაბილურობის მისაღწევადაცაა საჭირო. ფორმის მოსამზადებლად საჭიროა სილიკონი.
სასურველია სტომატოლოგიური (შრება 5 წუთში და კარგად იმეორებს ყველა ნიუანსს).
ანაბეჭდი უნდა ავიღოთ ნიშნის არსებული ფრაგმენტის ორივე მხრიდან (სილიკონის პირველი ფენა უნდა დავიტანოთ თხლად, რათა არ წარმოიქმნას ბუშტები). ორმხრივი ყალიბი ზომებით უნდა იყოს ამოსავსებ ფრაგმენტზე 2 მმ-ით დიდი. ფორმა ჭურჭელზე შეიძლება მივაწებოთ პარალოიდ ბ72-ით ან სწრაფად შრობადი წებოთი. გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, სილიკონის ფორმას კიდეებზე უნდა შემოვუშვათ სილიკონის კიდევ ერთი ფენა. შემდეგ სილიკონის ფორმის ქვედა მხარეს ვაკეთებთ 0,5-1 მ.მ.-ის სიგანის ხვრელს. მასზე სილიკონით ვამაგრებთ პლასტმასის მილს. აუცილებელია კიდევ ორი ნახვრეტის გაკეთება ფორმის ყველაზე მაღალ არეზე, რათა ჰაერი გარეთ გამოვიდეს.

შესაწებებელი მასალა და მეთოდები
სანამ ობიექტი აწყობას დავიწყებთ, აუცილებელია გადატეხილი ნაპირები კარგად გაიწმინდოს ჭუჭყისაგან. აწყობას ვიწყებთ ყველაზე ხელსაყრელი ადგილიდან (სასურვბელია დავიწყოთ ძირიდან). ფიქსაციისათვის გამოიყენება ,,სკოჩის''' ვიწრო ლენტები (სკოჩი ადვილად უნდა ძვრებოდეს ზედაპირიდან, რათა არ აყვეს პატინის ფენა).
სკოჩთ ფორმის აღდგენის შემდეგ იწყება ნამსხვრევების ფიქსაცია ლითონის დუგმებით. დუგმები უნდა იყოს ასო ,,ომეგას''ფორმის _ Ω,, რათა ხიდებს შორის მოხერხდეს წებოს ჩასხმა. დუგმებით დაფიქსირებამდე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა ფრაგმენტი კარგად და მჭიდროდ ''ზის'' ერთმანეთთან. ამის შემოწმება შეიძლება სკალპელის ან ფრჩხილის გადასმით შესაწებებელ არეზე (ორივე ნაწილი თანაბრად უნდა ''იჯდეს''). იმისთვის რომ ლითონის დუგმების მოხსნისას არ დაზიანდეს ზედაპირი, ნივთზე ფუნჯით უნდა დავიტანოთ პარალოიდ ბ72-ის 5%-იანი ხსნარი. დუგმების დასამაგრებლად გამოიყენება სწრაფად შრობადი წებო (ე.წ. ჩინური წებო) ან პარალოიდ ბ72. დუგმების ფეხებს ვასველებთ წებოშ და პინცეტის მეშვეობით ვათავსებთ საჭირო ადგილზე, სკოჩის ლენტებს შორის. ამის შემდეგ უნდა მოშრდეს სკოჩის ფრაგმენტები. თუ მათ თან მიყვება პატინა, შესაძლებელია დალბობა ბამბიანი ჩხირით და აცეტონით ან სპირტით (სპირტი უფრო უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის).
წებო, რომლითაც საბოლოოდ უნდა შეწებდეს ნივთიმ უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას:
1) უნდა იყოს თხევადი
2) უპატინო მინის შემთხვევაში მისი შუქტეხა უნდა შეესაბამებოდეს ნივთის შუქტეხის კოეფიციენტს.
3) დროთა განმავლობაში არ უნდა ყვითლდებოდეს და მყიფდებოდეს.

ყველა ამ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს არალდიტი 2020 (ეპოქსიტური ფისი). მისი კომბინირება შესაძლებელია პარალოიდ ბ72-თან. არალდიტი დამზადებულია მინისათვის. საკმაოდ თხევადია, არ შეიცავს არომატიზატორის რგოლს (არ ყვითლდება). სარესტავრაციო პრაქტიკაში საკმაოდ დიდი ხანია-20 წელია გამოიყენება. ეს იმას ნიშნავს, რომ კარგადაა გამოცდილი. არალდიტის გამოყენება უსაფრთხოა იმ ადგილებშიც, სადაც მაღალი სტაბილურობაა საჭირო. შედარებით ადვილად შესაწებელ ადგილებზე საძლებელია პარალოიდ ბ 72-ის გამოყენებაც.
გარდა არალდიტი 2020-ის და პარალოდ ბ72-ისა, შესაძლებელია სწრაფად შრობადი წებოს-სუფთა ციანოკრილადის გამოყენება.
წებოს დასატანად შეიძლება გამოვიყენოთ ინსულინის საინექციო ნემსი; მისი მოხრილი წვერით ვიღებთ წებოს და ჩასხმას ვიწყებთ ბარის საწყისი წერილიდან. წებო ჩადის ბზარში და იშლება მთელ ზედაპირზე. 24-48 საათის შემდეგ (დრო დამოკიდებულია იმაზე, რომელი წებო გამოვიყენეთ) შესაძლებელია დუგმების მოხსნა აცეტონის, ბამბის ხსნარის და სკალპერის დახმარებით.

ნივთების გაწმენდა
ობიექტები, რომლებიც არ არის კოროზირებული ან გააჩნიათ სტაბილური პატინა, შესაძლებელია გაირეცხოს თბილ წყალში. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცედურა ჩატარდეს ნივთის ნიადაგიდან ამოღებისთანავე. გარეცხვა მოგვიანებითაც არის შესაძლებელი, მაგრამ ამისთვის ნივთი მოთავსებული უნდა იყოს ჰერმეტულ პაკეტში ნესტიან მიწასთან ერთად. უკვე გამშრალი ნივთის მეორედ დასველება იწვევს პატინის გაჟღენთვას და გაბერვას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს შრობის შემდეგ მის ზედაპირიდან აშრობას, თუ ეს მაინც მოხდა, აუცილებელია პატინის გამაგრება.
პარალოიდ ბ72-თ გაჟღენთილი მინა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეიძლება გავათავისუფლოთ ზედაპირული დაბინძრებისაგან. ამისთვის აცეტონში დასველებული ბამბიანი ჩხირიც გამოგვადგება. თუ ზედნადები წუჭყის ფენა მჭიდროდ ეკვრის ზედაპირს, შესაძლებელია რთული ადგილები დალბეს აცეტონიანი ტამპონით და შემდეგ გაიწმინდოს სკალპელით.

გაუშრობელი ნივთების გამაგრება
როგორც უკვე აღინიშნა, ძლიერად კოროზირებულმა მინის ნივთმა შრობის შემდეგ შესაძლოა დაკარგოს ზედა ფენა და სულ დაიშალოს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გამაგრება. ამისთვის ჯერ კიდევ ნესტიანი ობიექტი უნდა მოთავსდეს სპირტის (ეთანოლის) 5%-იან ხსნარში. 24 საათის შემდეგ სპირტის კონცენტრაცია უნდა გაიზარდოს 5%ით. ამ ხერხით დღითიდღე ხდება წყლის სრული გამოდევნა სპირტით. ეს ხანგრძლივი მაგრამ მარტივი პროცესი აუცილებელია კოროზირებული ნივთის პარალოიდ ბ72-ით სრული გაჟღენთვისთვის. მას მერე რაც სრულად გამოიდევნება წყალი ნივთიდან, შესაძლებელია დაიწყოს გამაგრება. ამისთვის ობიექტი თავსდება პარალოიდ ბ72-ის ო.2%-იან ხსნარში აცეტონთან. ყოველდღე ხსნარის კონცენტრაცია იზრდება 0.2%-ით. სხვადასხვა დონის დაზიანებისას ხსნარის კონცენტრაცია შესაძლებელია მერყეობდედ 2%-დან 5%მდე. ზედმეტი პალაროიდის მოშორება ადვილადაა შესაძლებელი აცეტონითა და ბამბით. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ამ პროცესის მანძილზე ნივთი არ გაშრეს. ასეთი მეთოდით შესაძლოა გამაგრდეს ობიექტი, რომელიც არ იყო მთლიანად გაწმენდილი ჭუჭყისა და მიწისაგან. გასამაგრებლად იყენებენ ეპოქსიტურ ფისსაც, თუმცა მას რამდენიმე უარყოფითი შედეგი მოსდევს, ერთ-ერთი ის არის, რომ ამ ტიპის მაკავშრებელი სრულიად შეუქცევადია. საკონსევაციო მასალა არავითარ შემთხვევაშ არ უნდა შეიცავდეს არომატიზატორს, რადგან სწორედ ეს რგოლი იწვევს გაყვითლებას. ეპოქსიტური ფისით გაჟღენთილი ნივთის გაწმენდა ძალიან რთულდება, დაბინძრების მოშორება შესაძლებელია მხოლოდ გაპროალებით.
გატეხილი ან ძლიერად კოროზირებული ჭურჭლის ამოღება ნიადაგიდან
მოზრდილი ზომის გატეხილი ან ძლიერად კოროზირებული ჭურჭლის ნიადაგიდან ამოღება და ტრანსპორტირება კონსერვაციის პრევენციული ზომების მიღების გარეშე არა მარტო სარისკოა, არამედ მიუთითებს საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე. მინის ნივთების პრეპარაციისას უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია სრულად დადგინდეს დაზიანების ხარისხი (კოროზიის სიღრმე და ბზარის ოდენობა). ვინაიდან ობიექტი მოტავსებულია ტენიან ნიადაგში, მინის სველ ზედაპირზე პრაქტიკულად არ ჩანს მზარები და კოროზია. მხოლოდ მონაპოვრის სრულად გაშრობის შემდეგ ჩნდება დაზიანებების მაშტაბი. ასეთი ობიექტის წინასწარი ფიქსაციის გარეშე ამოღების შემთხვევაში, შესაძლოა ნივთი დაიშალოს.
ის, რომ დაზიანებული მინის ნივთი შესაძლოა ერთი შეხებითაც დაიშალოს, საიდუმლო არ არის, ამიტომ გაოცებას იწვევს ის, თუ რა გაუფრთხილებლად და მოუმზადებლად ხდება მათი მიწიდან ამოღება. როგორც წესი, გათხრების დროს, არ ხერხდება ნივთების ლოკალიზება მისი გაწმენდის გარეშე. მხოლოდ ნაწილობრივი პრეპარაციის შემდეგ შეიძლება ნიმუშის ზომების და მდგომარეობის დანახვა. თუ ნივთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ან დამსხვრეულია წვრილ ნაწილებად, მისი ამოღება უნდა მოხდეს ბლოკის სახით. თავდაპირველად ის ადგილი, სადაც ნივთია აღმოჩენილი ითხრება ყველა მხრიდან, ისე რომ მივიღოთ თავისუფლად მდგომი ბლოკი, რომელშიც ობიექტია მოთავსებული. შემდეგ მიწის ბლოკი ყოველი მხრიდან იფუთება პოლიეტილენის ლენტით და ფიქსირდება ტაბაშირით. თაბაშრის გამყარების შემდეგ ხდება ბლოკის ამოღება. მონაპოვრის გაშრობისაგან დასაცავად, ის თავსდება პოლიეტილენის პარკში და იუთება ჰერმეტულად. ამგავრი ბლოკის ჰერმეტულად პაკეტში დიდხანს შენახვისას შესაძლოა მოხდეს მიკროორგანიზმების გამრავლება. ამის თავიდან ასაცილებლად, სასურველია ის მოთავსდეს მაცივარში (+20 _ +30).
როგორც წესი, ლოკალიზაციის ნივთის ნაწილი უკვე გაწმენდილია. იმისთვის, რომ ყველა ნაწილის თავის ადგილზე შენარჩუნდეს და შემდგომში რესტავრაცია.კონსერვაციის პროცესი მარტივად წარიმართოს, ასეთი ადგილები უნდა შენარჩუნდეს და შეიფუთოს რბილი პოლიეთილენის ლენტით და ფრთხილად დაეყაროს მსუბუქი, გაცრილი მიწა ან ქვიშა. თუ ნივთი იმდენად მყიფეა, რომ მცირე დაწოლაც კი დაშლას იწვევს, აუცილებელია ადგილზე მოხდეს პირველადი ფიქსაცია. ამისთვის გამოიყენება მეთილმეტაკრილატი- პოლიმერი ''პარალოიდი ბ72''. მისი 2-3%-იანი ხსნარი აცეტონთან საინექციო ნემსის დახმარებით დაიტანება ნივთის გაწმენდილ ზედაპირზე. შესაძლოა ნივთის ზედაპირი არ იყოს ბოლომდე გაწმენდილი ჭუჭყისა და მიწისაგან. ეს ნარჩენები იოლად მოშორდება შემდგომი კონსერვაციისას, ვინაიდან პარალოიდი ბ72 ადვილად იხსნება აცეტონში, სპირტში, ბენზინში და ტოლუოლში.
აკრილის ან პოლივინილაცეტატის დისპერსიის ხმარება გასამაგრებლად რეკომენდირებული არ არის, მათში შემავალი ნაწილაკები შედარებით მსხვილია, ვერ აღწევს პატარა ბზარებში და მხოლოდ ზედაპირზე რჩება. პოლივინილაცეტატი დროთა განმავლობაში ყვითლდება და კარგავს გამჭვირვალობას. ფრაქციის ყველა გამოყენებული მეთოდი უნდა იყოს შექცევადი. ანუ, შემდგომი რესტავრაცია/კონსერვაციის თავდაპირველი ფიქსაციის კვალი ადვილად და უკვალოდ უნდა გაქრეს.
მინის დაზიანების მიზეზები
არქეოლოგიური მინის დაზიანებები ძრითადად გამოწვეულია სიხთაში შემავალი ნივთიერებებით და სიადაგში მისი დიდხანს ყოფნით. ჰაერსა და წყლის ზემოქმედებით მინის ზედაპირზე ვითარდება კოროზია. ამის შედეგად ნივთი იბურება, იცვლება ოპტიკური და ფიზიკური თვისებები. ნიადაგის სიმძიმე და ფესვები იწვევს მექანიკურ დაზიანებებს. ხშირად მინის ნაკეთობა ნიადაგში უკვე გატეხილი ხვდება.
მინა ძალიან ფაქიზი მასალაა. ხშირად მისი დამზადებისას ზედმეტად სწრაფი გაციების გამო წარმოიქმნება დაძაბულობა, რაც შემდგომში იწვევს ნივთის უფრო ადვილად მსხვრევას. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ხერხდება დაუზიანებელი ნივთის აღმოჩენა. აქვე უნდა აღინიშნოს ის დაზიანებები, რომლებიც შესაძლოა გამოიწვიოს გაუფრთხილებელმა და არასწორმა მოქმედებამ ნივთის ნიადაგიდან ამოღებისას. კოროზირებული მინა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. დროზე ადრე ნიადაგის მოშრება და სწრაფი შრობა შეუქცევად დაზიანებებს იწვევს. მინა, რომლის შემადგენლობაშიც დიდი რაოდენობითაა მინარევები ან დაბალ ტემპერატურულ რეჟიმზეა დამზადებული, კოროზიის საფრთხილს ქვეშაა. მხოლოდ 40% ატმოსფერული ტენიანობაა საკმარისი იმისთვის, რომ კალიუმის და ნატრიუმის იონები ჩაანაცვლოს წყალბადის იონებმა. წყალბადის იონები (OH) ურთიერთქმედებენ კირქვის ორჟანგთან(SiO2) და ქმნიან სილიკოგელს-ამორფულ მასალას, რომელიც შეიცავს კირის ორჟანგის პატარა ჩანართებს. დროთა განმავლობაში კოროზია უფრო და უფრო ღრმად მისი. გარე ზედაპირი დაშლას იწყებს. არქეოლოგიური ნივთების შემთხვევაში ვიზუალურად მხოლოდ ზედაპირის შრობის შემთხვევაშ ჩნდება გამყიფებული და ხშირად ირიზებული არეები. კოროზიის ეს პროდუქტები უმეტეს შემთხვევაშ დამაგრებულია ნივთის ზედაპირზე, თუმცა ფუნჯის ერთი შეხებით შეიძება ჩამოიშალოს. ამას გარდა, კოროზიამ შეიძლება გამოიწვიოს ნივთის ზედაპირზე ბზარების ან მიკრო ბზარების გაჩენა. ხშირად ეს ბზარები მიმართულია მინის სიღრმისაკენ, რაც იწვევს ობიექტისსრულ დაშლას ან დამტვრევას. არსებობს მინის კოროზიის რამდენიმე ტიპი. ყველაზე გავრცელებული ე.წ. ზედაპირული კოროზიაა. ამ დროს ზედაპირის დაშლა მიმდინარეობს ფენებად, რის შედეგადაც გარე ზედაპირი ძვრება ფირფიტებად. ამ ტიპის კოროზია როგორც წესი გავრცელებულია ნივთის მთელ ზედაპირზე. კოროზიის სხვა სახეა ე.ქ. პუნქტუალური კოროზია. მინის ზედაპირის იმ არეებში, სადაც არის ჰაერის ბუშტები, ჩნდება კოროზიის მრგვალი არეები, რომლებიც დროთა განმავლობაში იზრდება და ხშირად ერთმანეთს უერთდება. ზოგჯერ ასეთი კერებიდან სხვა მიმართულებით ვითარდება ბზარები (სხივური კოროზია). კოროზიის კერის წარმოქმნის მიზეზად შეიძლება იქცეს ნაკაწრი. თუ ნაკაწრი დიდი ზომისაა, კოროზიით გამოწვეული ბზარები ჩნდება მთელ სიგრძეზე. დაზიანებულ მინაზე ყოველთვის უფრო ადვილად ჩნდება კოროზია, რადგან ტენის ზემოქმედების ფართობი იზრდება.
მთლიანად კოროზირებული ჭურჭელი მგრძნობიარეა შრობისადმი. ამ დროს ნივთიდან იქერცლება პატინა და დაბზარული ზედაპირი ან მთლიანად ჭურჭელი იწყებს დაშლას. არსებობს ოქროს წესი: ასეთი მინა შეიძლება მხოლოდ გაირეცხოს ან საერთოდ არ გაირეცხოს და არ განიცადოს შრობის პროცესი.
Subscribe to:
Comments (Atom)